вторник, 26 июля 2011 г.

წაბლი



1.       პროექტის სახელწოდება- წაბლი.
2.       პროექტის მთავარი იდეა-ბუნების მოვლა-პატრონობა,დაცვა.
3.პროექტის აქტუალობა-მოწყვლადი მცენარის შესახებ საზოგადოების ინფორმირება  
                                                  და ზრუნვა. ინფორმაციის მოძიება, მოსწავლეთა მოტივაციის გაზრდა. კომუნიკაციის უნარის განვითარება.
4. პროექტის მიზნები-საქართველოს წითელი წიგნიში შეტანილი მოწყლვადი ბიომრავალფეროვნების გაცნობა,კერძოდ წაბლი     და მასთან დაკავშირებული   პრობლემები.             
5.მონაწილეთა ასკი-v-vi კლ.
6  ვადები-1--5 ოქტომბერი.
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები , რაც შეიძლება შეიქმნას;-საზოგადოების მზაობა ბუნების  იშვიათი მცენარების მიმართ, დაიცვან, მოაშენონ გაუფრთხილდნენ.მოუარონ.
8 პროექტისათვის საჭირო  ძირითადი  რესურსები:  სახელმძღვანელო, ფურცლები, კალმები. ფოტოკამერა,  ფოტოები,  კომპიუტერი, ინტერნეტი, პროექტორი, მობილური ხმის ჩამწერით,  წაბლის ხის ნერგები, კლასგარეშე ლიტერატურა, საბავშვო ენციკლოპედია.
9.  პროექტის მსვლელობა: საუბარი, პროექტის თემის  გაცნობა. დავალებების განაწილება:   იმართედა დისკუსია. მსჯელობა, მოსწავლეები სურვილის შესაბამისად ინაწილებენ დავალებებს:  ორი მოსწავლე მოამზადებს მობილურს ხმის ჩამწერით და ყველა იმ საჭირო რესურსს რაც საჭიროა საზოგადოების წევრებთან ინტერვიუს  ჩასაწერად. ორი მოსწავლე  შეაგროვებს ფოტომასალას ,,წაბლი“.  ბუნებაში გასვლით გადაიღებენ წაბლის ადგილსამყოფელს, დაზიანებულ და განადგურებულ  მცენარეებს, ბოროტი მონადირეების ნაკვალევს. ადგილებს სადაც ძველად წაბლის უღრანი ტყე იყო გაშენებული. ორი მოსწავლე იმუშავებს ინტერნეტში, ენციკლოპედიიდან მოიძევს მასალებს,  კლ.ლიტერატურიდან  ამოიწერს  აღნიშნული თემისთვის საჭირო  საინტერესო მასალებს.  ,,წაბლი ‘’. პროექტის მიწურულს სკოლის ტერიტორიის მიმდებარეს დაირგვება წაბლის ნერგები, რომლის მოვლა-პატრონაბას უზრუნველყოფენ პროექტის მონაწილე მოსწავლეები. კომპიუტერის საშუალებით შეიქმნება ფოტო კოლაჟი „ბუნების ქომაგი’’. მოსწავლეები გააკეთებენ საბოლოო დასკვნებს, რომელთაც მეშვეობით შეიქმნება ელექტრონული პრეზენტაციები და წარედგინება ანგარიშის სახით სკოლის საზოგადოებას და პროექტში ჩართული მოსწავლეების მშობლებს.
10.საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი;
პროექტს კავშირი აქვს შემდეგ საგნებთან: გეოგრაფია,ბოტანიკა.ისტ.ქართული ენა ლიტერატურა,ხელოვნება.ითვაალისწინებს იმ შედეგებს და სტანდარტებს, რომელიც ეროვნული სასწავლო გეგმითუნდა მიაღწიოს მოსწავლემ.
  11. პროექტის ხელმძღვანელი გუგული ვერძაძე .                                                                         
 12.ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:g.verdzadze@gmail.com
13 .პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი;

გაკვეთილის გეგმა : რ.ინანიშვილი ,,მუხა"

Комментариев нет:

Отправить комментарий